რელიგია

საპატრიარქო ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის

Nusagi

საპატრიარქო მეფე ერეკლე მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

„გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.

გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეფესთან დაკავშირებულმა ფრაზამ არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.  ლევან ბერძენიშვილის თქმით, ერეკლე მეფე მოღალატედ უნდა გამოცხადდეს

გარდა ამისა, თელავში  ერეკლე მეორის მხარდასაჭერად აქციაც გაიმართა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,403 ნახვა
%d bloggers like this: