საზოგადოება

საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოტენციალის ათვისების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარება – მთავრობის ანგარიში

Nusagi

საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოტენციალის ათვისების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარება.

• დასრულდა გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები და მიმდინარეობს სამუშაოები.

• დასრულდა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა; განხორციელდა 513 კილომეტრამდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და 47 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია;

• აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე.

გრძელდება სამუშაოები მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფის მიმართულებით.

წყალმომარაგების სისტემა მოეწყო ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის სოფლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხასა და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, სააკაძისა და აფაქიძის ქუჩების მიმდებარედ. დასრულდა კურორტ აბასთუმნის, წნორის, არაზინდოს დასახლების, ვალეს, ღვანკითის, ზემო არანისისა და დაბა ლაითურის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია.

ამასთანავე, გაფორმდა ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს აგრეთვე სოფელ ბაკურციხეში, კარდენახში, ძველ ანაგაში, ბანოჯაში, ასევე მიმდინარეობს სოფელ ქვიტირის რეზერვუარის, დამწნეხი კოლექტორისა და სამტრედიის წყალარინების სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობა.

მიმდინარეობს საჩხერისა და გორის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. მშენებლობის/რეაბილიტაციის პროცესშია წყალმომარაგების სისტემები დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების 20-ზე მეტ დასახლებაში. შესყიდვის წინასაკვალიფიკაციო ეტაპები მიმდინარეობს სტეფანწმინდის კომუნალური ინფრასტრუქტურისათვის წყლისა და წყალარინების პროექტის, ასევე ხაშურის მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქციისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, სათავეების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების მოწყობის პროექტირების, მშენებლობისა და ოპერირების პროექტებისთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურებებზე. 2022 წლის მარტში გაფორმდა ხელშეკრულება იმერეთის (ვანი, ბაღდათი, სამტრედია) კომუნალური ინფრასტრუქტურისათვის წყლისა და წყალარინების საკონსულტაციო მომსახურებისა და თანმხლები ღონისძიებების განმახორციელებელ კონსულტანტთან. შედეგად, დღეის მდგომარეობით, დაწყებულია საპროექტო სამუშაოები. შესყიდვის პროცედურების ფაზაშია მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემისა და ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობის სამუშაოები. ამასთან ერთად, მიმდინარეობს ქუთაისის წყალარინების სისტემის ხელახალი პროექტირება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, დასრულდა და განხორციელების ეტაპზეა არაერთი სხვა პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ქსელის გაფართოებასა და განვითარებას.

აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდა 2019-2021 წ.წ. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, გეგმის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 68500-ზე მეტ პოტენციურ აბონენტს, 300-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 43 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9200-ზე მეტი ოჯახისათვის.

2021 წლის 28 სექტემბრის №1716 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების 2022-2024 წ.წ. გეგმაში. ცვლილების თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება 244 დასახლებულ პუნქტში 39698 პოტენციური აბონენტისათვის.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,787 ნახვა
%d bloggers like this: