მედიცინა

ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, 5 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 113 058 ტესტი ტესტი (103 058 ანტიგენ ტესტი, 10 568 პჯრ ტესტი. მათივე ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 0.52%-ს შეადგენს)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,352 ნახვა
%d bloggers like this: