პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – ფოტიგა არის ერთ – ერთი ლობისტი, შეიძლება დავალების მიმცემიც – არ ვლაპარაკობდი შემთხვევით, რომ არავის მივცემთ საშუალებას, ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს, ომის დაწყებას არ დავუშვებთ

Nusagi

ანა ფოტიგა არის ერთ – ერთი ლობისტი, შეიძლება დავალების მიმცემიც – არ ვლაპარაკობდი შემთხვევით, რომ არავის მივცემთ საშუალებას, ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს, ომის დაწყებას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ანა ფოტიგას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის არის ერთ- ერთი ლობისტი და შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობისთვის” დავალებების მიმცემიც.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მედიაპლურალიზმს, მედიათავისუფლებას, ან წარმოდგენა არ აქვს, რაზე ლაპარაკობს, ან განზრახ აზიანებს ამ ქვეყანას.

ქალბატონ ფოტიგას წარმოდგენა აქვს, რაც ხდება ამ ქვეყანაში და თუ მაინც უკავშირებს მას ამ ყველაფერს, განზრახ აკეთებს ამას და ის ერთ- ერთი ლობისტი და შეიძლება დავალების მიმცემიც კი იყოს – “ნაცმოძრაობაზე” ნამეტანი დიდი წარმოდგენა ნუ შეგვექმნება, ისინი დავალებებს იღებენ. ამიტომაც იყო ჩვენი განცხადებები, რომ გაერკვნენ ჩვენი პატივცემული ოპონენტები, რომელ ქვეყანას ემსახურებიან.

თუკი ვინმე ქვეყნის გარეთ მეორე თავის კოლეგას არწმუნებს, რომ ჩვენ ახლა საქართველოში ომი გვირჩევნია რუსეთის წინააღმდეგ, მოდი ჩვენც გვკითხონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, რა ურჩევნიათ ამ ქვეყანაში. როცა ერთი თვის წინ ვსაუბრობდი, რომ არავის მივცემთ საშუალებას ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს, ამას არ ვლაპარაკობდი შემთხვევით. დღესაც არ ვლაპარაკობ შემთხვევით, რომ რაც არ უნდა დამაზიანებელი იყოს ხელისუფლებისთვის, ხელისუფლებისთვის მსხვერპლს რასაც ეძახიან, ამაზეც წავალთ, ოღონდ არ დაზიანდეს ქვეყანა, ომის დაწყებას არ დავუშვებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,”- განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,756 ნახვა
%d bloggers like this: