ხელოვნება და კულტურა

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან-ლუი ტრენტინიანი გარდაიცვალა

Nusagi

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან-ლუი ტრენტიანიანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

სამსახიობო კარიერის მანძილზე ტრენტინიანმა 100-ზე მეტ ფილმში და მრავალ სპექტაკლში შეასრულა როლი. ის იყო „ვერცხლის დათვის“ და „სეზარის“ კინოპრემიების ლაურეატი.

ტრენტინიანის ყველაზე ცნობილი ფილმებია “და ღმერთმა შექმნა ქალი“, სადაც ის ბრიჯიტ ბარდოსთან ერთად თამაშობდა. ასევე მან შეასრულა როლები ფილმებში „კაცი და ქალი“ სახიფათო კავშირები“, განრისხებული ანჟელიკა“, „კონფორმისტი“ და სხვ.

ტრენტინიანის ბოლო ფილმი იყო „ცხოვრების საუკეთესო წლები“, რომელიც „კაცის და ქალის“ გაგრძელება იყო. ისევე, როგორც 55 წლის წინ მან ამ ფილმში მსახიობ ანუკ ემესთან ერთად ითამაშა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: