პოსტები სოციალური ქსელიდან

ნინო ფოჩხუა: ადრე ქალბატონ ზურაბიშვილს არც ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი არ ხვდებოდა, ახალი პატრონების წყალობით რამდენიმე თვეა პერმანენტულად პოლიტიკურ ლიდერებს და გავლენიან უცხოურ მედიასაშუალებებს ახვედრებენ

Nusagi

ქალბატონი სალომე ხელისუფლების ოპოზიციაში ჩადგა, იმ ხელისუფლების, რომელმაც იმიტომ რომ პრეზიდენტობის კანდიდატს გაუჭირდა არჩევნებში მოგება, გვერდით დაუდგა და საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით სალომე ზურაბიშვილი აცდენილია თავისი ხალხის და ამომრჩევლის ნება-სურვილს.

„რატომ იქცევა ქვეყნის პრეზიდენტი ასე, ნუთუ ემიგრაციის პირველი ტალღის წარმომადგენლისთვის ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა იმაზე უფრო მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, ვიდრე სხვისთვის? ფაქტი სახეზეა, ქალბატონი სალომე ხელისუფლების ოპოზიციაში ჩადგა, იმ ხელისუფლების, რომელმაც იმიტომ რომ პრეზიდენტობის კანდიდატს გაუჭირდა არჩევნებში მოგება, გვერდით დაუდგა და საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა. აბა ისე ვინ მისცემდა ხმას ნულოვანი რეიტინგის ქალბატონს. იმ ხელისუფლების ოპოზიციაში, რომელსაც კბილებით უჭირავს ქვეყანაში სტაბილურობა.
ისმის კითხვა თუ ეს ადამიანები, ვინც მართავს დღეს ქვეყანას, ინარჩუნებენ სიმშვიდეს ქვეყანაში და არ დგახარ მათ გვერდით, რა გამოდის, ომი გინდა? ადრე ქალბატონ ზურაბიშვილს არც ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი არ ხვდებოდა, არ ეპატიჟებოდა არც ერთი გავლენიანი მედიასაშუალება, ახალი პატრონების (ასე ჩანს) წყალობით, მას უკვე რამდენიმე თვეა პერმანენტულად პოლიტიკურ ლიდერებს ახვედრებენ და გავლენიან უცხოურ მედიასაშუალებებში დაატარებენ.

მე არ ვიცი რისთვის ხდება ეს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ შემთხვევაშიც არაფერი გამოვა, არა იმიტომ რომ ნულოვანია ქალბატონი პრეზიდენტის რეიტინგი, არამედ იგი აცდენილია თავისი ხალხის და ამომრჩევლის ნება-სურვილს”, – წერს ფოჩხუა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,352 ნახვა
%d bloggers like this: