პოსტები სოციალური ქსელიდან

სიმონ მასხარაშვილი: საქართველო ევროპამ გაწირა. მარტოდ მარტო შეერკინა რუსეთს შესაძლოა დამარცხდა, დაიჩეხა, მაგრამ მაინც გადარჩა, არ დანებდა!

Nusagi

“ხინჯები ჩვენც გვაქვს, მაგრამ მსგავსი ხინჯები გაცილებით მრავლად აქვს უკრაინას და მოლდოვას! საქართველო ევროპამ გაწირა 1921-ში, გაწირა 1992-93 წლებში, გაწირა 2008-ში, გაწირა 2022 წლის ივნისში! საქართველო მარტოდ მარტო შეერკინა რუსეთს 1921-შიც, 1992-93-შიც , 2008-შიც . შესაძლოა დამარცხდა, დაიჩეხა, დასახიჩრდა, მაგრამ მაინც გადარჩა, არ გატყდა, არ დანებდა! “- ამის შესახებ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ბევრი ვიფიქრე და მტკიცედ დავასკვენი: ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით არის უ ზ ნ ე ო ბ ა! 1. ჩვენ გმირულად მარტო ვეომეთ 2008-ში რუსეთს და უკრაინისგან განსხვავებით მაშინ უფლის გარდა არავინ იყო ჩვენი შემწე! მეტიც, უკრაინისგან განსხვავებით, ათასობით ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი გმირულად იბრძოდა ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში ტერორისტების წინააღმდეგ და ტერორისტებისგან იცავდა ევროპას! 2. საქართველო ტექნიკური პარამეტრებითა და კანონმდებლობით გაცილებით ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა! 3. ხინჯები ჩვენც გვაქვს, მაგრამ მსგავსი ხინჯები გაცილებით მრავლად აქვს უკრაინას და მოლდოვას! საქართველო ევროპამ გაწირა 1921-ში, გაწირა 1992-93 წლებში, გაწირა 2008-ში, გაწირა 2022 წლის ივნისში! საქართველო მარტოდ მარტო შეერკინა რუსეთს 1921-შიც, 1992-93-შიც , 2008-შიც . შესაძლოა დამარცხდა, დაიჩეხა, დასახიჩრდა, მაგრამ მაინც გადარჩა, არ გატყდა, არ დანებდა! საქართველოს მფარველი და მხსნელი მხოლოდ მაცხოვარი, ღვთისმშობელი და გმირ ქართველთა თავგანწირვა იყო! უფლის შეწევნით ეხლაც გადავრჩებით და გავიმარჯვებთ! ჩვენ სამათხოვრო არავისთან არაფერი გვაქვს. ჩვენ ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი ვართ!”- წერს სიმონ მასხარაშვილი.

Enter

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,505 ნახვა
%d bloggers like this: