პოლიტიკა

დღეს, ხალხმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქის საქართველოს

Nusagi

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას – „შინ ევროპისკენ“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია შეუერთდა. 

ენმ-ის ლიდერის განცხადებით, დღეს ბიძინა ივანიშვილს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა და ეს პროცესი საბოლოოდ გამარჯვებით დასრულდება: 

31 წლის წინ, ქართველმა ხალხმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო მას ეკუთვნის, და იგივე გააკეთა დღეს, ხალხმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქის საქართველოს, რომელიც თავსებადი არ არის საქართველოს მომავალთან. საქართველოს მომავალი ვეღარ დაუკავშირდება ბიძინა ივანიშვილს. არ შეიძლება პოლიტიკაში მყოფმა გადაჭრით თქვა, როგორ დასრულდება ესა თუ ის პროცესი, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაჭრით ვამბობ – ეს პროცესი ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება და ივანიშვილი დამარცხდება”- თქვა ნიკა მელიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: