უნგრეთი ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრ სახელმწიფოსთან ერთად მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ინფორმაციას ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
უნგრეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ვიქტორ ორბანმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ბელგიის, ბულგარეთის, ესტონიის, მალტისა და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრებთან.
უნგრეთის პრემიერი დაეთანხმა უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
შეხვედრაზე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრ სახელმწიფოსთან ერთად მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასაც უნდა მიენიჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი.