სტრატეგიულად სწორად დაიგეგმა, როგორც ჩანს, ბევრმა ადამიანმა ეს ვერ აღიქვა, როგორც ნაცების აქცია. ადგილზე მისულებისთვის კი, უკვე აშკარა იყო, რომ ეს აქცია იყო არა „შინ ევროპაში“, არამედ „უკან მიშაში“,- ასე აფასებს კონომცოდნე ბაჩო ახალია 20 ივნისს რუსთაველზე გამართულ აქციას, რომელიც „სირცხვილისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.
მისი თქმით, პოზიტიური, რაც შეიძლება ამ აქციიდან გამოვიტანით არის ის, რომ ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველის და ადეიშვილის მარჯვენა ხელის, გიორგი ქადაგიძის მსგავს ადამიანებს სიტყვით გამოსვლისას მხარდაჭერა არ ჰქონდათ.
„პოზიტიური შეგვიძლია ამ ყველაფერში დავინახოთ ის, რომ ყველა ქადაგიძის მსგავს მავნებელს როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ტექსტით გამოდიოდნენ, არ ჰქონდა შეკრებილი ადამიანებისგან მხარდაჭერა. იქ მყოფთა ნახევარი ტაშს არ უკრავდა და არ იზიარებდა მათ სულისკვეთებას.
იმ სულისკვეთებას, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს და მაგას არ ჭირდება აქცია, ისედაც ცხადზე ცხადია. უბრალოდ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე, ფეისბუქში აქტიური მოქალაქეები მიხვდებიან, პოლიტიკურად როგორ უნდა გააანალიზონ და მიხვდნენ, ვისთან ერთად სად, როდის და რისთვის ებმებიან აქტივიზმში.
როგორც კარპენტერის ფილმის – „ისინი ცოცხლობენ“ სიჟეტშია, სათვალის გაკეთებით რეალურ სურათს ხედავს, ასეთი სათვალე უნდა გაიკეთო ამ აქციაზე და ეგრევე FREE MISHA ეწერება“,განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.