ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპულ საბჭოს მოუწოდა, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.
„ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია.
მოგიწოდებთ, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოთ.
პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერი ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას“, – წერს ტვიტერზე მიშელი.
Facebook Comments Box