პოლიტიკა

„ნეტგაზეთის“ დათვლით, 20 ივნისს „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ აქციაში 120-160 ათასი ადამიანი მონაწილეობდა

Nusagi

20 ივნისს თბილისში, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე “შინ ევროპისკენ” მონაწილე დემონსტრანტების მიახლოებითი რაოდენობა გამოცემა “ნეტგაზეთმა” დაითვალა.

“ნეტგაზეთის” მიერ დემონსტრანტების რაოდენობის მიახლოებითი დათვლით, მათი რაოდენობა მინიმუმ 120 ათასი იყო, მაქსიმუმ კი – 160 000.

გამოცემა წერს, რომ დემონსტრაციისა თუ სხვა ხალხმრავალი ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობის ზუსტად გამოთვლის მცდელობა ამაოა. შესაძლებელია მხოლოდ მიახლოებითი მასშტაბების დადგენა, რისთვისაც”ნეტგაზეთმა” გამოიყენა მეთოდი, რომელსაც მრავალი წელია, არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალება მიმართავს.

მათივე ინფორმაცით, მეთოდი გულისხმობს აკურატულად გამოთვლას იმ ტერიტორიის ფართობისა, რომელზეც კონკრეტული აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი. მიღებული ფართობი შეიძლება გამრავლდეს სამზე, ღონისძიების განსაკუთრებული სიმჭიდროვის შემთხვევაში კი – ოთხზე. 


“20 ივნისს “შინ, ევროპისკენ” დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას. საორიენტაციოდ სწორედ ეს ტერიტორია ავიღეთ, რომლის ფართობი, 40 000 კვ.მ.-ს შეადგენს.

ჩვენს გაანგარიშებაში არ შედის რუსთაველის მიმდებარე, შიდა ქუჩები, სადაც ნეტგაზეთის რეპორტიორების დაკვირვებით ასევე იმყოფებოდნენ და მოძრაობდნენ მომიტინგეები. ტერიტორიის ფართობი გავამრავლეთ 3-ზე, 3.5-სა და 4-ზე.

მიღებული მიახლოებითი შედეგის თანახმად გამოდის, რომ 20 ივნისის აქციაში, მინიმუმ, 120 000 ადამიანი მონაწილეობდა, საშუალოდ — 140 000, მაქსიმუმ კი — 160 000.

აღნიშნული რიცხვები არ ასახავს აქციის მონაწილეთა ზუსტ რაოდენობას. მისი დადგენა, როგორც ამ, ისე სხვა მეთოდების გამოყენებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ზემოხსენებული მეთოდით “ნეტგაზეთმა” მხოლოდ მიახლოებითი რაოდენობა დათვალა.

თბილისში, რუსთაველი გამზირზე აქცია 20 ივნისს საღამოს დაიწყო. აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით მოეწყო, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სცენაზე არ ასულან. მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, ევროპარლამენტარებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი.

მოძრაობა „სირცხვილიამ“ წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია გაიმართება 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებმა დასასრულს მსვლელობა მოაწყვეს ევროპის მოედნის მიმართულებით

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,480 ნახვა
%d bloggers like this: