პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი თაკო ჩარკვიანზე – წამალი მიეცით, გიჟია!

Nusagi

35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატო-ში, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო უმძიმესად არის დაჭრილი და დღეს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე, საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ დღეს ომი არ არის საქართველოში? , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია.

„გვეუბნებიან, რომ დიახ, თქვენ იმსახურებთ პერსპექტივას, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ასევე, ევროპულ საბჭოს ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მთელი რიგი დათქმებით ანუ ჩვენ შემთხვევაში პირიქით არის, რაც რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. აქვე მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი შესწირა ევროატლანტიკურ იდეას. როგორც ჩანს, მაშინ არავის გახსენებია არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია. ჩვენ ჯარისკაცების რეკორდული რაოდენობა გავგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში. ყველგან ღირსეულად ვიყავით წარმოდგენილი. აქ იმყოფება გენერალი ჩაჩიბაია, 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატო-ში, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო უმძიმესად არის დაჭრილი და დღეს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე, საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ დღეს ომი არ არის საქართველოში? ეს როგორ გავიგოთ მეგობრებო?! პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ხმაური მოჰყვა. ისინი მაგიდაზე ხელების ბრახუნით პრემიერს კითხვით მიმართავდნენ „ე.ი. ევროპას უნდა ომი საქართველოში?“.

აღნიშნულ კითხვას პრემიერმა არ უპასუხა, მან მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით არის ძალიან გულდასაწყვეტი მათთვის, ვინც ევროპულ იდეას მხარს უჭერს.

„რა თქმა უნდა, მათ ყველას გულში გულდაწყვეტა აქვს, მაგრამ ჩვენ ამ პროცესს ძალიან მშვიდად უნდა შევხედოთ“, აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას დეპუტატ თაკო ჩარკვიანის რეპლიკა მოჰყვა, რომელსაც პრემიერმა საპასუხო რეპლიკით უპასუხა: „წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს? მიეცით, დაამშვიდეთ, გიჟია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,153 ნახვა
%d bloggers like this: