პოლიტიკა

პრეზიდენტმა კანონს მოსმენების შესახებ ვეტო დაადო

Nusagi

სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკაშირებით კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, მან იცის, რომ ვეტო დაძლეული იქნება, თუმცა არსებულ ვითარებაში მის ნაბიჯს უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი დატვირთვა აქვს.

„დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებსა და მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ მე მას არ ვეთანხმები. ვიცი, რომ ვეტო დაძლეული იქნება და შინაარსობრივად არ შეცვლის. მაგრამ ყოველივე კანონზე, რომელიც ამ 6 თვის განმავლობაში არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული, დავადებ ვეტოს. ეს უფრო პოლიტიკური ვეტოა, ვიდრე სამართლებრივი. იმიტომ რომ არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყო ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიულები, ვიყოთ უფრო ევროპელები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,505 ნახვა
%d bloggers like this: