პოლიტიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს

Nusagi

ამერიკის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მათი საერთო ევროპული ოცნების ასრულების შანსს მისცემს.

„საქართველოს მოსახლეობამ ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისი ევროპული იდენტობისთვის, რუსეთის საომარი მოქმედებებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევებს, თუ გზა სუფთაა. ჩვენ გვჯერა, რომ მათ ასევე უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა. ევროპული საბჭოს შეხვედრის წინ ჩვენ მოვუწოდებთ ევროპელ მეგობრებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას. ლიბერალური დემოკრატიისკენ გზა არასდროს არის პერიოდული წარუმატებლობების, გადახვევების გარეშე და ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს მათი საერთო ევროპული ოცნების ასრულების შანსს“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,310 ნახვა
%d bloggers like this: