უცხოური მედია

გიტანას ნაუსედა: თუ საქართველო შეასრულებს პირობებს, მაშინ იქნება მწვანე შუქი საქართველოს კანდიდატობისთვის და შემდეგ სრულუფლებიანი წევრობა ევროკავშირში

Nusagi

ლიდერები აპირებენ ძალიან კარგი გზავნილის გამოცხადებას ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ​ ლიეტუვის პრეზიდენტმა​ გიტანას ნაუსედამ განაცხადა. მისი თქმით, ეს გზავნილი მას ლიეტუვას მაგალითს ახსენებს.

„ლიეტუვამ შედარებით მოგვიანებით დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ვიდრე ჩვენმა მეზობელმა ესტონეთმა. ესტონეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც მოიპატიჟეს, მაგრამ ეს იყო უდიდესი სტიმული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, მთელი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ მათ მალე დავეწიეთ და ერთად შევედით ევროკავშირში 2004 წელს. ვფიქრობ, რასაც ვგეგმავთ რომ დღეს გამოვაცხადოთ, ძალიან მკაფიო პერსპექტივას განსაზღვრავს საქართველოსთვის და ეს არის ევროპული პერსპექტივა და კანდიდატობა პირობების შესრულების შემდეგ. მე ვფიქრობ, თუ საქართველო შეასრულებს პირობებს, მაშინ იქნება მწვანე შუქი საქართველოს კანდიდატობისთვის და შემდეგ სრულუფლებიანი წევრობა ევროკავშირში“, – განაცხადა ნაუსედამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,153 ნახვა
%d bloggers like this: