პოლიტიკა

„თუ რუსეთის დანომრილი აგენტი არ ხარ, პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა, საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ამ დროს თანხები ირიცხება რუსეთიდან, ეს ძალიან მძიმე ამბავია“ – ელისაშვილი ხოშტარიაზე

Nusagi

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხული თანხების შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, თუ ნათელი არ მოეფინება ამ თანხების წარმომავლობას, კითხვები კიდევ უფრო მძაფრი გახდება.

„არის მორალური საკითხიც, არის კიდევ უფრო მძაფრი კითხვის ნიშნები, ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან კიდევ სხვა რამ და არა უბრალოდ ჰონორარები წინაპრების ღვაწლის და ნაშრომის და ა.შ. თუ დროზე ნათელი არ მოეფინება ამ ყველაფერს, ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრი გახდება, რა თქმა უნდა, პრინციპების საკითხიც არის, როცა ხარ ქართველი პოლიტიკოსი, სულგაყიდული არ ხარ და რუსეთის დანომრილი აგენტი არ ხარ, პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ამ დროს თანხები ირიცხება რუსეთიდან და თან არ არის უმნიშვნელო თანხაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ამბავი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს რუსეთიდან ყოველთვიურად მილიონობით ლარი ერიცხება.

აღნიშნულ ინფორმაციას ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და მას აფიორა უწოდა. როგორც ხოშტარიამ განმარტა, მისი მამა თეატრის მხატვრის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია.

ელენე ხოშტარია აღნიშნულ თემას ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც ხოშტარიამ განმარტა, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებიდან მიღებული თანხა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლების მიერ რუსეთში გასტროლებზე გამომუშავებული თანხა შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება.

მისი თქმით, სოლიკო ვირსალაძის ფული არა რუსული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფულია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: