პოლიტიკა

თქვენ რა გგონიათ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს პარიზს და მადრიდს სვერდლოვსკი ურჩევნიათ? – თინა ხიდაშელი 

Nusagi

საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, იმისთვის, რომ მმართველმა გუნდმა ევროკომისიის მიერ მითითებული რეფორმების განხორციელება დაიწყოს, სწორედ ამისთვის საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ მუდმივი და განგრძობითი ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. 

როგორც თინა ხიდაშელმა ტვ „პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, საზოგადოებამ „ქართული ოცნება“ უნდა აიძულოს, რომ ქმედითი ნაბიჯი გადადგას ან ისინი უნდა ჩანაცვლდნენ პროფესიული ტექნიკური მთავრობით, რომელიც უზრუნველყოფს რეფორმების დღის წესრიგის აღსრულებას. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ სტაბილური საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, სამართლიანი არჩევნების პირობებში და თავისუფალი სასამართლოს არსებობის პირობებში გამორიცხულია, რომ ასეთი ტიპის მთავრობა ხელისუფლებაში რჩებოდეს. 

„როგორ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას? ამისთვის ბევრი საშუალება, ფორმა, გზა არსებობს. ალტერნატივა არ აქვს იმას, რომ საზოგადოების ზეწოლა მუდმივი უნდა იყოს და განგრძობითი. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ დღე მიტინგი უნდა ტარდებოდეს, მაგრამ არსებობს საზოგადოების აქტივობის სხვადასხვა ფორმა, სხვადასხვა გამოცდილებები.

ვფიქრობ იმ მდგომარეობაში ვართ, როდესაც ყველაფერი ის, რაც კი კაცობრიობამ დააგროვა ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხელისუფლებისგან ანგარიშვალდებულების მოთხოვნის გზაზე, ყველა ეს გამოცდილება ამ 6 თვის განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ეს ადამიანები ვაიძულოთ წავიდნენ ორ ამბავზე. პირველი – დაიწყონ ამ პირობების შესრულება, მეორე – თუ ეს არ მოხდება, მაშინ ისინი უნდა ჩანაცვლდნენ პროფესიული ტექნიკური მთავრობით, რომელიც უზრუნველყოფს რეფორმების დღის წესრიგის აღსრულებას და ამის შემდეგ ქვეყანას მოამზადებს რიგგარეშე არჩევნებისთვის. 

ეს ორი ვერსიაა, სხვა ვერსია უბრალოდ არ არსებობს. ან „ქართული ოცნება“ უნდა ვაიძულოთ იმოქმედონ ან  სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეფორმების დღის წესრიგზე შეთანხმება და ამ რეფორმების განხორციელების დაწყება მათ გარეშე. 

თქვენ რა გგონიათ, პარიზს და მადრიდს სვერდლოვსკი ურჩევნიათ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს? და იმიტომ იქცევიან ისე როგორც იქცევიან? რა თქმა უნდა, არა, რა თქმა უნდა მთავარი პრობლემა იმაში არის, რომ ამ ადამიანებს ეშინიათ ევროპის, იმ ტიპის მმართველობის ეშინიათ როგორიც ევროკავშირის მმართველობას მოაქვს, იმიტომ რომ დემოკრატია არის საშიში ავტორიტარიზმისკენ გადახრილი ხელისუფალისთვის. 

გამორიცხულია, რა თქმა უნდა სტაბილური საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, სამართლიანი არჩევნების პირობებში, თავისუფალი სასამართლოს არსებობის პირობებში და კონსტიტუციის ნორმების შესრულება-უზრუნველყოფის პირობებში, რომ ასეთი ტიპის ხელისუფლება ხელისუფლებაში რჩებოდეს. არსებობს გამონაკლისები და შეიძლება გვითხრან აბა უნგრეთიო, კი ბატონო არის გამონაკლისები, მაგრამ როგორც წესი უმეტეს შემთხვევებში ეს არის შეუძლებელი“, – აცხადებს თინა ხიდაშელი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: