უცხოური მედია

მნიშვნელოვანია, დასავლეთმა არ გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც ყირიმის, დონბასის და საქართველოს შემთხვევაში მოხდა – ესტონეთის პრემიერი

Nusagi

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები რეალისტურად უნდა შეაფასოს. 

„მოვისმინე საუბრები. ამბობენ, რომ საფრთხე აღარ არის რუსეთიდან, რადგან რესურსები ამოწურეს, მაგრამ ეს ასე არ არის“, – აცხადებს კალასი. 

მან დასძინა, რომ რუსეთის არმიას ჯერ კიდევ ჰყავს მრავალი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც ომში წასვლა შეუძლიათ. 

კალასის თქმით, მოსკოვი არ ითვლის დაღუპულების რაოდენობას. 

„მნიშვნელოვანია, დასავლეთმა არ გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც ყირიმის, დონბასის და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა კალასმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: