პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ხოშტარია აკეთებს რუსეთის საქმეს, ებრძვის პროკურატურას, იმიტომ, რომ პროკურატურამ რუსეთს საქმე მოუგო, ებრძვის იმ პროკურორს, რომელიც ქოლცენტრების საქმეს იძიებს

Nusagi

ელენე ხოშტარია აკეთებს რუსეთის საქმეს, ებრძვის პროკურატურას, იმიტომ, რომ პროკურატურამ რუსეთს საქმე მოუგო, ებრძვის იმ პროკურორს, რომელიც ქოლცენტრების საქმეს იძიებს – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ პროკურორი სადრაძე იკვლევს ქოლცენტრების საქმეს, ანუ, იმ საქმეს, რომლის კვალიც გადის კეზერაშვილზე და გასაგებია, ვის დაკვეთას ასრულებს ამ შემთხვევაში ხოშტარია.

„პროკურატურის მენეჯერები არიან ის ადამიანები, ვისი გამოძიებული საქმითაც საქართველომ სტრასბურგში მოუგო საქმე რუსეთს აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სწორედ მათ მიერ გამოკვლეული საქმეები დაედო საფუძვლად საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წუნააღმდეგ. მეორეს მხრივ, პროკურორ სადრაძეს რატომ არჩევს ეს ადამიანი. თუ დავაკვირდებით, სწორედ სადრაძე იკვლევს ქოლცენტრების საქმეს, ანუ, იმ საქმეს, რომლის კვალიც გადის კეზერაშვილზე და გასაგებია, ვის დაკვეთას ასრულებს ამ შემთხვევაში ხოშტარია. საინტერესო სურათი იკვრება. ხოშტარია აკეთებს რუსეთის საქმეს, ებრძვის პროკურატურას, იმიტომ, რომ მოუგო პროკურატურამ საქმე რუსეთს, ებრძვის იმ პროკურორს, რომელიც ქოლცენტრების საქმეს იძიებს. ის ამით აკეთებს რუსეთის საქმეს“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: