ეს რუსული ფული კი არა, სოლიკო ვირსალაძის ჰონორარია და მე, როგორც მის მემკვიდრეს, ყოველთვიურად მერიცხება. რატომ უნდა ვთქვა უარი, აბა რუსეთს დავუტოვო და მერე იმათ ამ ფულით ტანკები იყიდონ?,-ასე უპასუხა გოგი ხოშტარიამ ჟურნალისტ ვახო ხუზმიაშვილს კითხვაზე, რატომ არ ამბობდა ის უარს რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე.
მისივე თქმით, თუ გადარიცხვის შესახებ ვინმე დოკუმენტების გასაჯაროებას მოთხოვს, ამისთვის სასამართლო დადგენილება იქნება საჭირო.
“არავის ჩემთვის არ მუმართავს დოკუმენტების გამოქვეყნებით, თუ ეს გამოქვეყნება საჭირო, ამისთვის საჭიროა სასამართლოს დადგენილება. რაც უნდათ, ის უქნიათ, მითუმეტეს ამ ხელისუფლებას, კისერი უტეხიათ” – განაცხადა გოგი ხოშტარიამ ვახო ხიზმიაშვილის გადაცემაში “თავისუფალი სივრცე”.
“როდესაც სოლიკო ვირსალაძე გარდაიცვალა, მე და მანანა ხიდაშელმა, რომელიც ჩემი დეიდაშვილია, მისი დისშვილი დავიწყეთ მისი ჰონორარების მიღება, რა არის ამაში გასაკვირი? მერე რა მოხდა? რა არის ამაში გასაკვირი?
რატომ უნდა გამოვაქვეყნო? დარეკონ მარიინსკის თეატრში, გრანდ ოპერაში და გაიგონ, მე რატომ უნდა ვიმართლო თავი? 25 წელიწადია ეს თანხა მერიცხება, მერე რა ვქნა? გამოვიდე ტელევიზორში და თავი ვიმართლო? საერთოდ რას გავს ეს ყველაფერი? რა დაკითხვაა? რაშია საქმე?” – განაცხადა გოგი ხოშტარიამ.
ხოშტარიამ ასევე უარი განაცხადა ჟურნალისტის წინადადებაზე, რომ ეს თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხოს.