პოლიტიკა

აგერ ევროკომისიის პრეზიდენტი გვილოცავს, თქვენ რა გინდათ, რას დახტიხართ ატეხილი ძროხებივით? იმ მეგრელს მაგონებთ ანეკდოტიდან, ციხეში რომ მელოტ თავზე მწვანე “კრასკა” გადაუსვეს

Nusagi

” უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

მიერთება კი მოითხოვს უამრავ რეფორმებსა და დროს” -განაცხადა ბელგიის პრემიერმა.

აგერ, ევროკომისიის პრეზიდენტიც გვილოცავს.

თქვენ რა გინდათ?… რას დახტიხართ ატეხილი ძროხებივით?…

მიზეზს ეძებთ?… ხელისუფლების დამხობა გინდათ?…

მიდით, ცადეთ აბაა…

და ნუ ბაქი-ბუქობთ ერთი რა… თორემ იმ მეგრელს მაგონებთ ანეკდოტიდან, ციხეში რომ მელოტ თავზე მწვანე “კრასკა” გადაუსვეს. გამოიღვიძა მეორე დილით და სარკეში რომ ჩაიხედა, გადაირია: დედას გიტირებთ, ახლავე თქვით რომელმა გამკრასკაო!

მე გაგკრასკე -წამოდგა ვიღაც კუნთებიანი ახმახი – რა გინდა ახლაო?

-ხოხ, არაფერი ისეთი, გაშრა და მეორე პირი არ უნდა გადაუსვაო?….

ასეა თქვენი საქმე და მაინც და მაინც ნუ “გვამალიარებთ” თუ ღმერთი გწამთ….)))))))

May be a Twitter screenshot of 1 person and text that says 'Ursula von der Leyen @vonderleyen Today is a good day for Europe. Congratulations to President @ZelenskyyUA President @Sandumaiamd and Prime Minister @GharibashviliGe Your countries are part of our European family. And today' historic decision by Leaders confirms that.'
Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,310 ნახვა
%d bloggers like this: