პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი: სამივე ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, საქმე აქვთ გასაკეთებელი ამ პროცესში შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე

Nusagi

სამივე ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, საქმე აქვთ გასაკეთებელი ამ პროცესში შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„დიდად კმაყოფილი ვარ ლიდერების მიერ ჩვენი დასკვნების დამტკიცებით. სამივე ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, საქმე აქვთ გასაკეთებელი ამ პროცესში შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე. ვიცი, რომ ამას ჯეროვნად გააკეთებენ. მათ იციან რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათი დემოკრატიების, ეკონომიკებისა და მოქალაქეებისთვის. ეს გადაწყვეტილება ყველას გვაძლიერებს. ის აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს იმპერიალისტური რუსეთის მიმართებით. ის ევროკავშირსაც აძლიერებს, რადგან მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ გაერთიანებულნი და ძლიერნი ვართ გარე საფრთხეების წინაშე“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,352 ნახვა
%d bloggers like this: