საზოგადოება

“რატომ არ მოვუწოდებთ ოპოზიციას რეკომენდაციების პირველი პუნქტის შესრულებისკენ?” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

“რადგან ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლის მერე ამ ხელისუფლებაზე კიდევ ერთხელ ყველაფერი ცხადი გახდა, დღეს მინდა რამდენიმე სიტყვა ოპოზციაზე ვთქვა

არ შეიძლება ევროპული კომისიის დასკვნის უპირობოდ შესრულებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებდე და არ იმჩნევდე იმ ერთადერთ პუნქტს 12 პუნქტიანი დასკვნიდან, რომელიც შენც გეხება („ც“ აქ მნიშვნელოვანი ასოა). ანუ ევროკომისიის რეკომენდაციებდიან 11 მხოლოდ „ოცნების“ შესასრულებელია, ხოლო ერთი ოპოზციის და „ოცნების“ ერთად. დიახ ეს ეხება ცნობილ პირველ პუნქტს და დეპოლარიზაციას.

როგორ გგონიათ, ევროკომისამ ეს პუნქტი პირველ ნომრად შემთხვევით ჩაწერა? დარწმუნებული ვარ, რომ არა. ამით ევროკომისამ გვითხრა, რომ ამ პუნქტიდან უნდა დაიწყოთ, რადგან ამ პუნქტის მოგვარების გარეშე სხვების მოგვარება ძალიან რთული იქნება. რეკომენდაციების დიდი ნაწილი სამივე ქვეყანას საერთო გვაქვს, მაგრამ დეპოლარიზაციის პუნქტი არაა არც მოლოდოვის და არც უკრაინის რეკომენდაციებში ანუ ევროკავშირის აზრით, ეს სუფთა ქართული პრობლემაა და ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მას პირველ რიგში ჭირდება მიხედვა.

ოპოზციამ რა ქნა? გამოაცხადა, რომ დეპოლარიზაცია ვერ მოხდება, რადგან „ოცნებაა“ ამაში მთავარი დამნაშავე, რომ მასთან თანამშრომლობას აზრი არ აქვს, რომ ხალხია დაჭერილი და. ა.შ. ცნობილი ტექსტები, რაც ყველამ ზეპირად ვიცით. მოკლედ, წავიდა ერთმანეთზე გადაბრალება. როგორ გგონიათ ევროპელებმა, ვინც ეს რეკომენდაცია ჩაგვიწერეს და ხაზი გაუსვეს, რომ ამ პრობლემის მოსაგავრებლად ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, ეს ყველაფერი არ იციან? არ იცან „ოცნება“ რას წარმოადგენს, ან ხალხი რომაა დაჭერილი?

გუშინ ერთი აქტივისტისგან მოვისმინე მოსაზრება, რომ ეს თანამშრომლობისკენ მოწოდება არის მცდარი და ჩვენი ძალსხმევა იქითკენ კი არ უნდა იყოს მიმართული, რომ შეავსრულოთ, არამედ იქითკენ, რომ ევროპელებს ავუხსნათ, რომ ცდებიანო.

ანუ შენ თუ უშვებ, რომ ევროკომისამ 12 რეკომენდაციიდან ერთი მცდარი რეკომენდაცია მოგვცა, რატომ არ უნდა დაუშვას სხვამ, რომ დანარჩენი 11-ც მცდარია? რადგან შენ იმ დანარჩენს ეთანხმები და ამ ერთს არა? ესაა ლოგიკა? შენ თუ ამბობ, რომ ევროკომისაც და ევროპარლამენტარებიც ცდებიან, როცა ოპოზციას ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ, რატომ არ შეიძლება იგივე თქვას „ოცნებამ“ დანარცენ რეკომენდაციებზე? (და ამბობს კიდეც, რომ დეოლიგარქიზაცია მცდარი ჩანწერია, რადგან ბიძინა ოლიგარქი არაა, სასნმართლოში ყველაფერი კარგადაა და ა. შ.) როცა შენ საკითხს ასე უდგები, რითი განსხვავდები ირკალი კობახიძისგან?

როცა შენ პოლარიზაციას „ოცნებას“ აბრალებ და საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობ, „ოცნებაც“ მერე შენ გაბრალებს. გუშინ პარლამენტში რა მხოდა? ყველანი ვთანხმდებით, რომ ირკალი ღარიბაშვილი მოიქცა საზიზღრულად, მაგრამ სანამ ღარიბაშვილი ლანძღვაზე გადავიდოდა, რა ხდებოდა დარბაზში? რას აკეთებდა ოპოზცია? როგორ იქცეოდა? ამან მისცა „ოცნებას“ საშულება დღეს თავი იმართლოს, რომ ჩვენ არ დაგვიწყიაო.

ეს, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის საქციელს არ ამართლებს, რადგან ხელისუფლებას ყველაფერი მეტი მოეთხოვება, მათ შორის თავშეკავცებაც და მასზეა მთავარი პასუხისმგებლობა, მაგრამ რატომ ვათავისუფლებთ სრულად პასუხისმგებლობისგან ოპოზიციას? იქნებ ამით ოპოზციას დათვურ სამსახურს ვუწევთ და ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად შეგვყავს ჩიხში?

რატომ არ მოვუწოდებთ ოპოზიციას რეკომენდაციების პირველი პუნქტის შესრულებისკენ? პოპულარული არაა? იქნებ, ამიტ ხელისუფლებას ამ საკითხშიც დაამტერბით არგუმენტებს ვაძლევთ, რომ თავი იმართლოს? ყველაფერი ოპოზციას დააბრალოს, როგორც ეს შრალ მიშელის დოკუმენტის შემთხვევაში მოხდა. დღესაც „ოცნება“ ხელშეკრულებიდან გასვლას იმით ამართლებს, რომ „ნაციონალურმა მოზროაბამ“ არ მაოწერა ხელი ამ შეტანხმებასო.

შედეგად ვინ წააგო? ქვეყანამ. დარწმუნებუილი ვარ, ახლაც ასე იქნება: ოპოზცია თავის შესასრულებელ ნახევარ პუნქტზეც კი არ აიღებს პასუხოისმგებლობას, „ოცნება“ ამას მიზეზად მოიდებს, წავა გადაბრალება და წაგებული ჩვენ დავრჩებით.”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,422,587 ნახვა
%d bloggers like this: