პოლიტიკა

რეპორტს რეპორტზე აგზავნიდნენ, კაბინეტ კაბინეტი დარბოდნენ და ემუდარებიდნენ ევროპარლამენტარებს კანდიდატის სტატუსი არ მისცეთ საქართველოსო, ეს მთავრობა პრორუსული და დიქტატორულია არ იმსახურებსო!

ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, პასუხისმგებელია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია.

„გასაგებია, რომ მთავრობა უსუსური და უანიათო აღმოჩნდა ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით, აშკარად არ მოინდომეს და თავი არ შეიწუხეს ალბათ იმის შიშით, რომ რუსეთი არ გააღიზიანონ, მაგრამ ოპოზიცია რომ ბოლო დონის ნაძირლებითა და მოღალატეებით არის დაკომპლექტებული იმედია დამეთანხმებით!

ტიპები რეპორტს რეპორტზე აგზავნიდნენ, კაბინეტ კაბინეტი დარბოდნენ და ემუდარებიდნენ ევროპარლამენტარებს კანდიდატის სტატუსი არ მისცეთ საქართველოსო, ეს მთავრობა პრორუსული და დიქტატორულია არ იმსახურებსო! აი ამ საქციელს პასუხი არ მოეთხოვება? ცეცხლს რომ ნავთს ასხავ ეს ნორმალურია? ამაზე რატომ არავინ საუბრობს? ისრები მხოლოდ მთავრობისკენ კი არა ოპოზიციისკენაც უნდა იყოს მიმართული!!,-წერს სადღობელაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,234 ნახვა
%d bloggers like this: