უცხოური მედია

ურსულა ფონ დერ ლაიენი: თქვენ გაქვთ ძლიერი ეკონომიკა, ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი, ამჟამად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება

Nusagi

თქვენ გაქვთ ძლიერი ეკონომიკა, ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი, ამჟამად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებისა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით, შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის გზავნილია უზარმაზარი სურვილის ხაზგასმა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ეს არის ძლიერი სტიმული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე საქართველომ მიიღო პერსპექტივა, ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიერთებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. პირველად ხდება, რომ მიღწეულია ეს ეტაპი, თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაქვთ, ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი, ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია – პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებისა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით, შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,496 ნახვა
%d bloggers like this: