სამართალი

თამარ თორაძე ლევან კაჭარავას მკვლელობაზე: ტილიკა ჩაატილიკეს, რა ლამაზი დღეა…

Nusagi

თამარ თორაძე, რომელსაც 1992 წელს ოჯახის წევრები დაუხოცეს, ლევან კაჭარავას, იგივე ტილიკას გუშინდელ მკვლელობას ეხმაურება.

„ერთით ნაკლები ტილით სამყარო, რა ლამაზი დღეა!

ბოროტების ერთ-ერთი სახელად ტილიკა ჩაატილიკეს“, – წერს თამარ თორაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, 1992 წელს თორაძეები „მხედრიონს“ დაუპირისპირდნენ. იმავე წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს, „მხედრიონმა“ ცეცხლი გაუხსნა.

3 მარტს, თამარ თორაძის მშობლები ზაურ თორაძე და იზო ქურხული-თორაძე, რომლებსაც დაჭრილი შვილი, თამარის ერთ-ერთი ძმა ლაშა თორაძე ექიმთან მიყავდათ, ვერის სასაფლაოსთან მანქანაში ჩაცხრილეს. სამი ადამიანის მკვლელობის შემდეგ დამნაშავეები თორაძეების სახლში მივიდნენ და თამარის თანდასწრებით მისი კიდევ ორი ძმა-იმედო და კახა მოკლეს. ცოტა მოგვიანებით მოიტაცეს უფროსი ძმა ზაზა, ხოლო უმცროსი ძმა, პაატა, რომელიც იმ პერიოდში არასრულწლოვანი იყო, 16 წლის გახდა თუ არა, მასწავლებელთან მიმავალი გაქრა. მას შემდეგ ზაზა და პაატა დაკარგულად ითვლებიან, საქმე ამ დრომდე გახსნილი არ არის.

წლების შემდეგ თამარ თორაძემ, რომელიც ამჟამად ამერიკის მოქალაქეა, სიჩუმე დაარღვია და დაწვრილებით აღწერა ყველაფერი, რაც იმ დღეს საკუთარი თვალით ნახა. თამარ თორაძე მისი ოჯახის წევრების მკვლელობაში ვერის საძმო „ბოროტებს“ ადანაშაულებს, კერძოდ, გიორგი იგივე ჟორიკა რურუას, გიორგი რამიშვილს (ზარალა) და სხვებს. სოციალურ ქსელში ის წერს, რომ მისი ოჯახის წევრების მკვლელობის მონაწილე ტილიკაც იყო.

„ბოროტები“ 90-იან წლებში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფება იყო, რომელიც „მხედრიონს“ შეუერთდა. მისი სახელი იმ დროს მომხდარ მრავალ მკვლელობას უკავშირდება, მათ შორის შეკვეთილ მკვლელობებსაც.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,939,037 ნახვა
%d bloggers like this: