უცხოური მედია

რუსეთმა კიევზე თავდასხმა ოთხი ფრთოსანი რაკეტით განახორციელა – ადამიანებს ნანგრევების ქვეშე ეძებენ

Nusagi

კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, დღეს დილით რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ “ტელეგრამის” საკუთარ არხზე დაწერა.

მედიის ცნობით, რუსეთმა კიევზე თავდასხმა ოთხი ფრთოსანი რაკეტით განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე, ერთ საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

კლიჩკოს თქმით, სარაკეტო იერიშის შემდეგ, ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი გრძელდება. კიევის მერის განცხადებითვე, შესაძლოა, ადამიანები, საცხოვრებელ კორპუსის ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.

კიევის ოლქის გუბერნატორმა ოლექსი კულებამ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე აღნიშნა, რომ ადგილობრივმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 26 ივნისს, დილით, რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომლის ფრაგმენტებიც რეგიონის ერთ-ერთი სოფლის გარეუბანში ჩამოვარდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,087 ნახვა
%d bloggers like this: