პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი აღიარებს, რომ ევროპარლამენტარებს ეუბნებოდა, არ გაეღოთ საქართველოსთვის კარი, თუ „ქართულ ოცნებაში“ რეფორმები არ დაიწყებოდა

Nusagi

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, როცა ის “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი იყო, ევროპარლამენტარებს  ევროკავშირის კარის გაღება ერთი პირობით სთხოვა, თუ პარტიაში დაიწყებოდა დემოკრატიული რეფორმები.

“9 წლის წინ, 2013 წელი, მე ვარ ქართული ოცნების ხელმძღვანელი და სამუშაო ვიზიტით ჩავედი ბრიუსელში. ვხვდები  ევროპარლამენტარებს, ევროპული სოციალისტების ლიდერებს, გენერალურ მდივანს, პრეზიდენტს, სხვებს. ჩემი,   როგორც პარტიის ხელმძღვანელის ამოცანაა, რომ ქართული ოცნება გახდეს ამ ოჯახის წევრი. დღესაც იქ არიან ეს ხელმძღვანელები და ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს, იქ ბრიუსელში და როცა აქ ჩამოვიდნენ მაშინაც, მე მათ ვუთხარი, გაწევრიანება მოხდეს ერთი პირობით, პირობა უნდა იყოს ის, რომ “ქართულ ოცნებაში”, მმართველ ძალაში დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები, სხვა შემთხვევაში არ გაგვიღოთ ეს კარი, ვაღიარებ, ხომ მეძებენ იქ ვინ ჩადიოდაო, მე ვეუბნები, რომ ასე იყო ზუსტად” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა “ტვ პირველის” ეთერში.

fortuna

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,851 ნახვა
%d bloggers like this: