პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით ქართველიშვილი: არ შემდგარი სკანდალი ახლოსაც არ დგას ორი დღის წინანდელ ფაქტთან, როდესაც ოკუპირებული მარიუპოლიდან, ასევე თურქეთის გემი „აზოვ კონკორდი”, შევიდა აგრესორი რუსეთის ნოვოროსიისკის ნავსადგურში იქ დატვირთვის მიზნით

Nusagi

სიმართლის გასაგებად, შეგიძლიათ გადართოთ რომელიმე არა კეზერTV-ზე და შეიტყობთ, რომ ბათუმის პორტში შესული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული. თუ გემი ან გემის მფლობელი იქნებოდა სანქციების სიაში, ამ გემს ჩვენს ტერიტორიულ წყლებში და შესაბამისად, ჩვენს ნავსადგურში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცემოდა. რაც შეეხება ტვირთს – ის არ დაცლილა ბათუმში და არც რამე ტვირთი მოხვდა გემის ბორტზე, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გავრცელებული ინფორმაციას, რომ ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერი დგას.

„რითი განსხვავდება ინფორმაცია და ფეიკი, დეზინფორმაცია და ფაქტი: ქართულ მედიასივრცეში ამის განმასხვავებელი ყველაზე მარტივი ხელსაწყო – სატელევიზიო პულტია. იმის გასარკვევად, თუ რა არის ფეიკი – შეგიძლიათ გადართოთ გლავკანალზე და იქიდან შეიტყობთ, რომ “ბიძინა ივანიშვილი და უჩა მამაცაშვილი ბათუმის ნავსადგურს იყენებენ სანქციების გვერდის ავლით, ევროპაში რუსული ნავთობის შემდგომი გადაზიდვის მიზნით”.

ხოლო სიმართლის გასაგებად, შეგიძლიათ გადართოთ რომელიმე არა კეზერTV-ზე და შეიტყობთ, რომ ბათუმის პორტში შესული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული. თუ გემი ან გემის მფლობელი იქნებოდა სანქციების სიაში, ამ გემს ჩვენს ტერიტორიულ წყლებში და შესაბამისად, ჩვენს ნავსადგურში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცემოდა. რაც შეეხება ტვირთს – ის არ დაცლილა ბათუმში და არც რამე ტვირთი მოხვდა გემის ბორტზე.
შედარებისთვის: ეს არშემდგარი სკანდალი ახლოსაც არ დგას ორი დღის წინანდელ ფაქტთან, როდესაც ოკუპირებული მარიუპოლიდან, ასევე თურქეთის გემი “აზოვ კონკორდი”, შევიდა აგრესორი რუსეთის ნოვოროსიისკის ნავსადგურში იქ დატვირთვის მიზნით, ხოლო ტვირთის სახეობის, ოდენობის და მისი გადაზიდვის მარშრუტის თაობაზე, რუსული პრესა არ იუწყება…“ – წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,796 ნახვა
%d bloggers like this: