საზოგადოება

კურორტების განვითარების სააგენტოს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს

Nusagi

ახალ სსიპ-ს კურორტების განვითარების სააგენტოს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითავშილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა კურორტების განვითარების სააგენტოს შექმნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„300-ზე მეტი საკურორტე ადგილი და 100-ზე მეტი მოქმედი კურორტი გვაქვს. თითოეული ამ კურორტის განვითარებისთვის გვჭირდებოდა კონკრეტული სამუშაო ჯგუფი, რომელსაც გარკვეული ლეგიტიმაცია ექნება. ამ სსიპ-ის არსი იქნება სხვადასხვა უწყების კოორდინაცია. ამიტომ ცალკე დეპარტამენტი ან განყოფილება რომელიმე უწყებაში უფრო ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე და ანგარიშგასაწევი შეიძლება იყოს, ვიდრე კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული ჯგუფი. ეს იქნება მცირე მობილური ჯგუფი, რომლის ამოცანაც და პასუხისმგებლობაც იქნება, რომ მოხდეს პოტენციალის შესწავლა, სწორედ დაგეგმვა, მათ შორის სივრცითი დაგეგმვა ამ კურორტებზე და მოხდეს საინვესტიციო პაკეტების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ კერძო სექტორმა ეფექტურად ინვესტირება მოახერხოს,“- განაცხადა დავითაშვილმა.

სანდრო ონოფრიშვილი 2013 წლიდან 2018 წლამდე მთის კურორტების განვითარების კომპანიას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2018 წლიდან დღემდე სამთო საკითხებში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველი იყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,875 ნახვა
%d bloggers like this: