საზოგადოება

„ამის იქით ფსკერია, სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს“ – სააკაშვილის ძმები მმართველ გუნდს მიმართავენ

Nusagi

„ამის იქით ფსკერია, სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს,“ – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმები დავით და გიორგი სააკაშვილები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აცხადებენ და მმართველ გუნდს მიმართავენ, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის თაობაზე შესაბამისი ზომები მიიღონ. 

სააკაშვილის ძმების თქმით, ევროპის საბჭო საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესს და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის როგორ  ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებულ ყურადღებას აცევს. 

„ევროპის საბჭოს ასამბლეის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამ შემთხვევაში მიშას როგორც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

ამის იქით უკვე ფსკერია. სასწორზე დევს ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ჯანმრთელობა. მინიმუმ შეიძლება მივიღოთ ადამიანის ინვალიდობა, შესაბამისად ამას ყველაფერს ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი. 

„ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროსაბჭოს წევრების რეკომენდაცია, უნდა გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. ერთხელ და სამუდამოდ შენარჩუნებული უნდა იქნეს ადამიანის უფლებები. რას ვითხოვთ ხომ? გადავარჩინოთ მიშა სააკაშვილის სიცოცხლე“, – აცხადებენ სააკაშვილის ძმები ტვ პირველთან საუბარში. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,992 ნახვა
%d bloggers like this: