უცხოური მედია

„დროა, მთავრობამ ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან“ – კელი დეგნანი

Nusagi

„დროა, ევროპული საბჭოს მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობამ ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან ითანამშრომლოს“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. 

კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე საქართველო კანდიდატის სტატუს მიიღებს. 

მისი თქმით, საქართველო ევროპული ქვეყანაა. 

„საქართველოს მოსახლეობა ყველა გამოკითხვაში აფიქსირებს თავის მტკიცე აზრს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ახლა ის დროა, რომ მთავრობამ ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც წაყენებულია ევროპული საბჭოს მიერ, ზედმიწევნით შესრულდეს. იმედია, ასეც მოხდება წლის ბოლომდე და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ევროკავშირს სურს მისი მიღება უბრალოდ ქვეყანამ უნდა წარმოაჩინოს ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი. ევროპული საბჭოს არცერთი მოთხოვნა არ არის სიახლე. ეს ყველაფერი ყველამ ისედაც იცოდა და ახლა დროა ყველამ, მთავრობამ, ოპოზიციამ და ხალხმა გაერთიანება მოახერხოს, რაც მოემსახურება ერთ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი“, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,995 ნახვა
%d bloggers like this: