პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: 3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში ვერავის დავეხმარები, სახლობანად მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ

Nusagi

“ექვს თვეში შესასრულებელია 12 პუნქტი და რაღაც სახლობანა, მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა აბსოლუტურად გაუგებარია,” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ 3 ივლისისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლას არ აპირებს.

როგორც მან აღნიშნა, ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში ის ვერავის დაეხმარება.

„3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც. ვიყავი რიყეზე, ვიყავი 20 ივნისს და შემდეგ აქციაზე. არავის გამო არ მივსულვარ იქ, არამედ ვიყავი იდეის გამო. ჩემი მიზანია, საქართველო იყოს ევროპის ნაწილი. ბოდიში, მაგრამ ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში და რაღაც სახლობანაში ვერავის დავეხმარები. სახლობანად მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ. არ ვიცი, ამაში ვინ მონაწილეობს, ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის გაუგებარია იმ მიტინგის მიზანი, რომ მთავრობა აირჩიონ. სინამდვილეში, ეს არის ენერგიის გაფანტვა, ენერგიის არასწორი მიმართულებით წაყვანა და მთავარი მიზნისგან დაშორება, რაც არის კანდიდატის სტატუსი. ექვს თვეში შესასრულებელია 12 პუნქტი და რაღაც სახლობანა, მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა აბსოლუტურად გაუგებარია.

საბოლოო ჯამში, იმ 12 პუნქტის შესასრულებლად ისევ პარლამენტში უნდა მოვიდნენ და ეს ყველაფერი რას ემსახურება? – ენერგიის გაფანტვას და „ქართული ოცნების“ გაძლიერებას, როგორც დაეხმარნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში, რომლებიც ამ დოკუმენტს ერთი წელი არ აწერდნენ ხელს. ეს ან შეთანხმებული თამაშია, რასაც ბოლომდე ვერ ვხვდები, ან „ქართული ოცნების“ უნებური დახმარება. ახლა სასწორზე დევს საქართველოს პერსპექტივა – ან მართლა ევროპული პერსპექტივის ქვეყანა ვიქნებით, ან გავხდებით ტანბოვის გუბერნიის ნაწილი, რაც კატასტროფაა. ვისაც საქმე აქეთკენ მიჰყავს და ევროპული გზის აცდენაა გაუგებარი მთავრობების მოთხოვნა, ამაში ვერავის დავეხმარები. ამიტომ აქციაზე არ მივალ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,987 ნახვა
%d bloggers like this: