ჯანდაცვა

„ანტისხეულებს კორონავირუსის ახალი ვარიანტი BA.5 გვერდს უვლის“ – ზაზა წერეთელი

Nusagi

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოს კოვიდის ახალი ტალღა ემუქრება. ცენტრალურ ევროპაში „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტი B.A.4, B.A.5 გავრცელდა.  B.A.4, B.A.5 ვარიანტები გავრცელებულია –  პორტუგალიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. BA.5 ასევე, საქართველოშიც გამოჩნდა. 

სპეციალისტების თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი ანტისხეულებისგან თავის დაღწევის უნარითაც გამორჩევა. 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, აცხადებს, რომ  BA.5 სწრაფად ვრცელდება. 

„არამხოლოდ ვირუსის სპაიკში რომლის მიმართაც ანტისხეულებს გამოვიმუშავებთ, არამედ ვირუსის ცილებშიც მოხდა ცვლილებები და შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ იმ ანტისხეულებს, რომლებიც არის ადამიანის ორგანიზმში გვერდს უვლის კორონავირუსის ახალი ვარიანტი  BA.5. უამრავია ადამიანის სისხლის შრატი შეისწავლეს, რომელმაც გადაიტანა ეს  BA.5 და აღმოაჩინეს, რომ სისხლის შრატში ანტისხეულების ტიტრი იყო ძალიან დაბალი“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა. 

ამასთან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდაა. 

„უამრავი კვლევები გამოქვეყნდა, რომ პოსტკოვიდი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაუარესებას იწვევს, ასევე, აზიანებს ნერვოლოგიურ სისტემებს. პოსტკოვიდი ალცჰაიმერის დაავადების რისკს ზრდის. არ დარჩა ორგანო, რომელშიც არ დაიწყო გართულებები პოსტკოვიდმა. ბევრ ადამიანს რჩება გარკვეული დაღლილობა, მეხსიერების უნარების დაკარგვა და შრომის უნარიანობა ეცემა“, – დასძენს ზაზა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,862 ნახვა
%d bloggers like this: