პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენ კოლეგებს, რომლებმაც პარტია დატოვეს, მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის შინაარსზე მეტი უნდა ვილაპარაკოთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილს და სოზარ სუბარს, მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე, მეტი განმარტებაა საჭირო. ამის შესახებ ვოლსკიმ დეპუტატების პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„იმ საკითხებთან დაკავშირებით რაც წარმოშვა სახალხო პარტიის მიერ ნაკარნახევი რეზოლუციის შინაარსმა, ამ თემასთან რა კავშირი აქვს, ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა არ გვქონია. ჩვენ კოლეგებს, მიაჩნიათ, რომ ამ თემაზე უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ და შინაარსი, მიზეზები უფრო აშკარად უნდა განვმარტოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სოზარ სუბარმა, მიხელ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართულ ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,800 ნახვა
%d bloggers like this: