პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: აკერმანის შეთქმულების მონაწილეები არიან ,,ლელოდან’’ დაწყებული, გიგაურებით დამთავრებული. პირდაპირ აფინანსებენ აშშ-დან 132 მილიონით, ხოლო „ენჯეოებს” 88 მილიონს უხდიან და წარმოიდგინე, არ მოსთხოვენ, რომ იმოქმედონ?

Nusagi

უნდა შექმნა მტრის ხატი, რადგან სტუდენტი და ახალგაზრდა მომართო. რომ ეს არის მონსტრი, ეს უშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს. ევროკავშირში შესვლას. ამ სიკეთეს, ცოდნას, განათლებას, ეს უშლის ამდენ რამეს ხელს. ამას ქმნიან სწორედ და ეს არის მარტივი ტექნოლოგია, ეს ხომ მარტივად აღსაქმელია, – განაცხადა პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა ,,უცნობის კიდობანში’’ სტუმრობის დროს.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები, აკერმანის შეთქმულების მონაწილეები არიან. ისინი იღებენ დიდ დაფინანსებას და გამორიცხულია, მათ არ მოსთხოვონ რეაგირება. პარლამენტარის თქმით, მისი სურვილია, ქვეყანამ თავიდან აიცილოს ომი და მშვიდობით გახდეს ევროკავშირის წევრი.

,,აკერმანის შეთქმულების მონაწილეები არიან ,,ლელოდან’’ დაწყებული, გიგაურებით დამთავრებული. შემსრულებლები არიან. პირდაპირ აწვებიან ახლა მაგათ და პირდაპირ აფინანსებენ, აშშ-დან 132 მილიონით, ხოლო ენჯეოებს 88 მილიონს აძლევენ. წარმოიდგინე, როგორ გგონია, ამდენ თანხას აძლევენ და არ მოსთხოვენ, რომ იმოქმედონ? მინდა, გავმიჯნო, რომ ტელემაყურებლებმა არ აღიქვას, რომ ეს არის ერთიანი პოზიცია. მაგალითად, კონკრეტული ჯგუფი მუშაობს საფრანგეთის პრეზიდენტთან, რომელსაც განცხადების დროს უნდა ეთქვა, რომ ეს ქვეყანა აუცილებელია ამ პროცესში იყოს ჩართული, ოღონდ უფრო მეტად აქტიურად. რომ ვიღაც ოლიგარქი გვყავს, ვიღაცა რუსეთუმე და როგორმე, უნდა შევცვალოთ და მოდი რაა, შენ ეს განცხადება გააკეთე.

ვიღაც ხომ იკითხავს ამათ, თუ ამხელა პროგრესი აქვთ და თუ ჩამორჩებიან რამდენიმე პარამეტრით მოლდოვას და უკრაინას, მარტივად ხომ უნდა დაისვას კითხვა, როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასვა. მაშინ, ლოგიკას მოკლებულია თემა, ჩუმად რატომ არიან, ან ხვდებიან რომ ეს სხვა რამისთვის კეთდება.

ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ არ მოგცემდნენ კანდიდატის სტატუსს, ამის თქმა მინდა, ეს წინასწარ ვიცოდით. აღარ არის დრო დამალვის, დღეს ყველას შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი. დარწმუნებული ვარ იქაც დაიცავდა პოზიციებს, ის არის ჯარისკაცი და პრემიერ-მინისტრი, მე უბრალო მოქალაქე ვარ. მე, ჩემი მოქმედებით, უნდა დავიცვა, ავუხსნა მაგალითად ჩემს შვილს, რომ ეს არ არის პროგრესისკენ წასვლა, ეს არის პროექტი. ანუ ორი რამის პრევენციაც გვინდა. გამოცდილება გვაქვს ომის, აქ თუ რამე მოხდა, შემოვა რუსეთი და ინტერვენციას განახორციელებს, რად უნდა ამას ლაპარაკი. და მეორე, როდესაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს ლოგიკას ამ გადაწყვეტილების უკან, რაც ევროკავშირმა განახორციელა, მხოლოდ ორმაგ სტანდარტს უკავშირდება და ლოგიკური იქნებოდა, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ სამივე სახელმწიფოსთვის და არ განესხვავებინათ ისინი.

ჩვენი ღირსეული დგომით ამის მიღწევა გვინდა ევროკავშირთანაც და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. ჩვენ ამ პოზიციას არ გადავუხვევთ და ეს ხელისუფლების პოზიცია კი არ არის, ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოზიცია, რომ ქვეყნის 85% უნდა ევროკავშირში შესვლა და დიახ, 90 – 95% უნდა ამ ქვეყანაში მშვიდობით და სტაბილური განვითარებით შევიდეთ ევროკავშირში და არა იმის ფასად, რომ ვინმემ თქვას, სტატუსი იმიტომ მივიღეთ, რომ ქვეყანა იყო ომში,’’ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,031 ნახვა
%d bloggers like this: