პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: რა მნიშვნელობა აქვს რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი და რომელი პოლიტიკოსია, როგორ ბედავს და მეუბნება რომ ადამიანი თუ პატრიოტია საკუთარი ქვეყნიდან უნდა წავიდეს, თან რის გამო

Nusagi

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ვერ არიან ძლიერი, მაგრად დადექით ხელისუფლებასთან ერთად, მაგრამ გეტყვით, რომ ეს არ შეჩერებულა. 3 ივლისი, მერე 6 თვე. რას ნიშნავს ეს 6 თვე თუ იმას არ ემსახურება, რომ ხელისუფლება გადააგდო. როგორ არ მივაყენო შეურაცხყოფა, რა მნიშვნელობა აქვს რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი და რომელი პოლიტიკოსია, როგორ ბედავს და მეუბნება რომ ადამიანი თუ პატრიოტია საკუთარი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და თან რის გამო, – ამის შესახებ პარლამენტარმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, პოლარიზაცია ყველა ქვეყანაშია, თუმცა ვერაფერს შეძლებს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, თუ მხარდაჭერა არ არსებობს.

„როდესაც სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, პოლონეთში ვიმყოფებოდი ვიზიტით. თავმჯდომარე იყო ოპოზიციონერი, რომელსაც პოზიციიდან ორი მოადგილე ჰყავდა, იქაური ჩემი კოლეგა, შემდეგ ვახშამზე წავედით და დახოცეს ერთმანეთი. ყველგან არის პოლიტიკური დაძაბულობა, მაგრამ მინდა ჩვენმა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ნაცები ვერაფერს ქმნიან, თუ არა მათი მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმით არ უნდა შეგვიფუთონ, რომ მე რუსეთუმე და ევროკავშირის ან დასავლეთის წინააღმდეგი ვარ. მე წინააღმდეგი ვარ ორმაგი სტანდარტის და ვამხელ, რომ ეგ არ არის ევროკავშირი, არ არის დასავლური ღირებულებები, არ არის კანონის უზენაესობა, ეგ არ არის სამართალი, რაც დასავლეთში იმ სოციუმს მართავს. ამ ორმაგ სტანდარტს იქაური მაცხოვრებელიც ხედავს და ამაზე საუბარი დაიწყება და მოთხოვნაც არის, რაზეც ღიად საუბრობენ. თუ თანასწორობას მეუბნები შენ როგორ მაყენებ შეურაცხყოფას და ასეთ რამეს როგორ მიწერ რეზოლუციაში. მე მესმის ჩემი საზოგადოების, ხშირად მაქვს კამათი ჩემს მეგობრებთან, რომ ბევრ რამეს ვერ ხედავენ და მართლები არიან ბევრ რამეში, მაგრამ ისიც დავინახე, რომ მშვიდობაში უფრო მეტად მოითხოვ ამა თუ იმ დარგში თუ მიმართულებით რა ხდება, რომ ამ თემებიდან მოვწყდეთ, რაც სინამდვილეში სჭირდება ქვეყანას რომ განვითარდეს და ვითარდება კიდეც ამ მიმართულებით. რაღაც რომ არ კეთდება ამაზე რომ გადავერთოთ, ეს პროექტი უნდა გავწიოთ ჩვენი ქვეყნიდან“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,887 ნახვა
%d bloggers like this: