Uncategorized

ვატო წერეთელი კელი დეგნანს: კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ დღესვე კადრები, როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად

Nusagi

მივმართავ კელიდ დეგნანს, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ დღესვე  კადრები, როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად – ამის შესახბ “ტვ პირველის” მფლობელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომელსაც ამერიკის საელჩოს ტერტორიაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატებთან დაპირისპირება მოუხდა. 

წერეთელმა დაპირისპირების შესახებ გადაცემა “რეაქციაში” ჩართვისას ისაუბრა. 

მისი თქმით, მმართველი პარტიის წევრებმა მას ჭიქა ესროლეს.

ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა”- იხსენებს წერეთელი. 

„შოკში ვარ, წარმოგიდგენიათ, ეს რომ აშშ-ის საელჩოს ეზოში ხდება, გარეთ რა ხდება?! მივმართავ კელი დეგნანს, საელჩოს ტერიტორიაზე გამისწორდნენ ფიზიკურად, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები,  მიეცით მედიას კადრები, როგორ უსწორდებიან ქართული ოცნების დეპუტატები ადამიანს” განაცხადა წერეთელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,920 ნახვა
%d bloggers like this: