საგარეო პოლიტიკა

ბელარუსი უკრაინაში დივერსანტების გაგზავნას გეგმავს – უკრაინის შს მინისტრის მოადგილე

Nusagi

„ბელარუსის ტერიტორიაზე შეტევითი ჯგუფების ჩამოყალიბების ნიშნები არ შეინიშნება“, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი იენინმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ ბელარუსი უკრაინაში დივერსანტების გაგზავნას გეგმავს.

„როგორც ჩვენი პარტნიორები, ასევე საშინაო დაზვერვა ნათლად აცხადებენ, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე შეტევითი ჯგუფების ფორმირების ნიშნები არ არის. სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს ამ დეზინფორმაციის შესახებ და მოსახლეობაში პანიკას ავრცელებს. 

მიუხედავად ამისა, არსებობს ინფორმაცია შესაძლო პროვოკაციების შესახებ, კერძოდ, ბელარუსიდან უკრაინაში დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების გაგზავნის შესახებ. სწორედ ამიტომ ჩვენმა სამართალდაცავებმა საგუშაგოებზე გაძლიერებული რეჟიმი შემოიღეს“, – განაცხადა იენინმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,059 ნახვა
%d bloggers like this: