Uncategorized

ეგვიპტის კურორტ ხურგადაში ტურისტ ქალს ზვიგენმა ხელი და ფეხი მოაჭამა

Nusagi

ეგვიპტის ქალაქ ხურგადაში ტურისტ ქალს, რომელიც ზღვაში ცურავდა, ზვიგენი დაესხა თავს და ხელი და ფეხი მოაჭამა. ქალი ეგვიპტეში ავსტრალიიდან იყო დასასვენებლად ჩასული. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

სანაპიროდან დამსვენებლებმა ტრაგიკული შემთხვევის ამსახველი ვიდეო გადაიღეს. წყალში ჩანს ქალი, რომლის გარშემოც წყალში სისხლის დიდი ლაქაა. ჩანს, როგორ ცდილობენ ადამიანები ქალს მაშველი რგოლი მიაწვდინონ, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე ცდის შემდეგ მოხერხდა. 

„სისხლისგან დაიცლება“,-ისმის კომენტარები რუსულად . 

ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.  

ინციდენტის შემდეგ ხურგადაში 3 დღით აიკრძალა ზღვაში ცურვა და დაივინგი. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე წელია, აღნიშნულ სანაპიროზე ზვიგენების აქტივობა არ დაფიქსირებულა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,163 ნახვა
%d bloggers like this: