მეცნიერება ჯანდაცვა

ომიკრონის BA.5 შტამს უნარი აქვს წინა შტამებით ინფიცირების შედეგად გადატანილ იმუნიტეტს დაუსხლტდეს – ალექსანდრე გოგინავა

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ საქართველოში დიდი ალბათობით ეპიდსიტუაციის გაუარესება ომიკრონის BA. 5 ქვეშტამს უკავშირდება. 

როგორც „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ალექსანდრე გოგინავამ აღნიშნა, ომიკრონის ქვეშტამი BA.5 ევროპის რეგიონში აქტიურად იზრდება. 

ექიმის თქმით, BA.5 არის ომიკრონის ქვეშტამი, მისი ძირითადი მახასიათებლები მსგავსია ომიკრონის სხვა ქვეშტამების, თუმცა მას აქვს უნარი, წინა შტამებით ინფიცირების შედეგად გადატანილ იმუნიტეტს დაუსხლტდეს.

„გლობალურად და განსაკუთრებით კი ევროპის რეგიონში ეპიდსიტუაცია საკმაოდ გაუარესდა და ეს ძირითადად დაკავშირებულია ომიკრონის ქვეშტამებთან, მათ შორის ყველაზე აქტიურად ვრცელდება BA.5 ქვეშტამი. სწორედ ამ  შტამთან არის დიდი ალბათობით დაკავშირებული საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესება. 

ის არის ომიკრონის ქვეშტამი, მისი ძირითადი მახასიათებლები მსგავსი ომიკრონის სხვა ქვეშტამების, თუმცა მას აქვს უნარი, წინა შტამებით ინფიცირების შედეგად გადატანილ იმუნიტეტს დაუსხლტდეს.

ამიტომ რეინფიცირების რისკი მაღალია, ვიდრე ეს იყო ომიკრონის წინა ქვეშტამების დროს. ეს ქმნის მთავარ პრობლემას. ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს თუნდაც ომიკრონი პირობითად, წლის დასაწყისში, მათ აქვთ საკმაოდ მაღალი რისკები, რომ ისევ ინფიცირდნენ“, – აცხადებს გოგინავა.  

რაც შეეხება სიმპტომებს, ინფექციონისტის თქმით, სიმპტომები ბოლომდე არ არის იდენტიფიცირებული. 

„ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის, აქვს თუ არა ამ ქვეშტამს რაიმე განსხვავებული სიმპტომი. იმიტომ რომ BA. 5 ევროპის რეგიონში ფართო მასშტაბიანად ვრცელდება სულ რამდენიმე კვირაა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მას აქვს მსგავსი სიმპტომები როგორიც ჰქონდა ომიკრონის სხვა ქვეშტამებს. 

ეს არის მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, სახსრების კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი. ზოგიერთი ექსპერტი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ცხვირიდან გამონადენი ნაკლებად არის ამ ქვეშტამისთვის დამახასიათებელი. 

რისკჯგუფები ძირითადად იგივეა. დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკი აქვს ადამიანებს ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, აქვთ იმუნოდეფიციტი ან არიან ხანდაზმულები. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია და ყველაზე უფრო სწორი მიდგომაა, ამ რისკჯგუფების სრულფასოვანი ვაქცინაცია. 

ვიცით, რომ არსებული ვაქცინები არ არის იმდენად ეფექტიანი ომიკრონის წინააღმდეგ როგორც ეს წინა შტამების დროს იყო, თუმცა არსებული ვაქცინებით სრულფასოვანი ვაქცინაცია განაპირობებს ერთ რამეს – ამცირებს დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს რისკჯგუფების სრულფასოვანი ვაქცინაცია. 

ტესტირებაზე მიმართვიანობა გაზრდილია. ასევე, გაზრდილია მიმართვიანობა ამბულატორიებში და ამ ეტაპზე  კარგია ის, რომ ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების მკვეთრი მატება არ გვაქვს. მოსახლეობას მინდა ვთხოვო, განსაკუთრებით მათ, ვინც არიან ასაკში ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ, თუ მათ აღმოაჩნდებათ გარკვეული სიმპტომები, დროულად ჩაიტარონ ტესტირება, რადგან საქართველოში ხელმისაწვდომია ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია“, – აცხადებს გოგინავა.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,299 ნახვა
%d bloggers like this: