უცხოური მედია

ეგვიპტის ქალაქ ჰურგადაში ზვიგენის თავდასხმის შედეგად 2 ქალი დაიღუპა

Nusagi

ეგვიპტის ქალაქ ჰურგადაში ზვიგენის თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, რის გამოც ოფიციალურმა პირებმა სანაპირო ზოლის მონაკვეთი დაკეტეს. აღნიშნულის შესახებ abcnews იუწყება. 

ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ შემთხვევა ქალაქ ჰურგადაში მოხდა.

გუბერნატორმა ამრ ჰანაფიმ სასიკვდილო თავდასხმების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა აქტივობის შეჩერების შესახებ ბრძანება გასცა. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ შექმნილია სპეციალისტთა კომიტეტი, რომელიც გამოიძიებს ინციდენტების გარემოებებს და მათ უკან არსებულ ნებისმიერ სამეცნიერო მიზეზებს. 

 სამინისტროს ცნობით, ჯგუფი „ამთავრებს სამუშაოს, რათა გაარკვიოს ზვიგენის ქცევის მიზეზები, რომელიც თავს დაესხა ორ მსხვერპლს“.

გარემოს დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს უბედური შემთხვევის გამო და დაღუპული ქალების ოჯახს უსამძიმრებს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,862 ნახვა
%d bloggers like this: