პოლიტიკა

„პოლიტიკოსები უნდა გახდნენ“ – იაგო ხვიჩია არასამთავრობოებზე

Nusagi

„სჯობს პოლიტიზებული არასამთავრობოები პოლიტიკოსები გახდნენ და თქვან, რომ დამოკიდებულება შეიცვალეს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

იაგო ხვიჩიას თქმით, არასამთავრობოები აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობენ.

„ჩემი აზრით, პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, იმიტომ, რომ ასე დარჩენა, იყო თან პოლიტიკაში და გერქვას, რომ მე არასამთავრობო ვარ, ანუ რაღაც სხვა ვარ, რომელსაც პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია, მაგრამ პოლიტიკაში ნამდვილად ერევი, ეს შეუსაბამობაა.

მათ მოვუწოდებ ამის აღიარებისკენ და იმის თქმისკენ, რომ შეიცვალეს დამოკიდებულება და ახლა აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობენ. ამაში არაფერია სამარცხვინო და ცუდი, ცუდი და საძრახი საქციელია ტყუილი, როდესაც რაღაცაში ხარ და ამბობ არ ვარო, ამიტომ ეს მერე პრობლემა იქნება, ვინც არ უნდა თქვას“, – აცხადებს იაგო ხვიჩია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,987 ნახვა
%d bloggers like this: