პოსტები სოციალური ქსელიდან

რავი, თუ არ გეამათ-ორივე ხელი თქვენია და გადაიტყავეთ ტაშის კვრით, აი დარდი-ნინო ახობაძე

Nusagi

,,გადავხედე აქაურობას და

იცი რას მივხვდი?

ამ ქვეყნის მტერი

ჩვენი ქვეყნის ანუ

არ არის არც: მიშა, არც ბიძინა, არც გახარია, არც არახამია…

ამ ქვეყნის მტერი არის ადამიანი

ადამიანები-უფრო სწორად

ვინც ამათ ყველას, ვინც ჩამოვთვალე-ტაშს უკრავენ, აღმერთებენ და ყველა მათ საქციელს, ყველა ნაბიჯს, ყველა ქმედებას-უწონებენ!

ნებისმიერ საქციელს “უპრავებენ”!

საკუთარ შვილზე საყვედურს გეტყვიან, დაიჩივლებენ და

პარტიის ლიდერზე-არა!

შვილს შენიშვნას მისცემენ, დედას გაუბრაზდებიან, მამას არ დაუჯერებენ, ქმარს და ცოლს შეეკამათებიან და

პარტიას-არა!

ვისი მომხრეც გინდა იყავი, ეს შენი იურიდიული და ადამიანური უფლებაა

მაგრამ

ადამიანის სახეს რომ დაკარგავ და

მეგობარს (მეგობარს და არა ფრენდს) ამოშლი სიიდან, ამოშლი გულიდან და ტრაკს პარტიას მისცემ

აი იქ რა მნიშვნელობა აქვს-რომელი ხარ-გინდა ნაცი იყავი, გინდა ქოცი და გინდა გახარიას ფანი (((((

მე ორ ადამიანს ვიცნობ, კარგად ვიცნობ

ერთმანეთი დაკარგეს ზელენსკის გამო!!!!

ბავშვობის მეგობრებმა!

ათას ჭირში თუ ლხინში გამოვლილმა ორმა ადამიანმა

ზელენსკის გამო საშვილიშვილოდ იჩხუბეს…

—–

რა ვთქვა აბა ((

იმედია მომავალი თაობა ამათ არ მიბაძავს, თუმცა არ ვიცი არ ვიცი….

და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, გვარ-სახელების გარეშე:

კაცი რომ აივანზე დადგება და იქედან იფხანს გულს

კაცი რომ კაცს პირში არ (ვერ) შეაგინებს და

კაცი რომ ჰაერში იგინება, მერე ამას ვიდეოს უღებს და

იცის-ყბაში ვერავინ მოადებს ამ გინების გამო (!!!)

ის კაცი არის არაკაცი!

ვინც გინდა იყოს, თუნდაც მამაჩემი (ჯვარი მწერია)

შეშლილი ისტები არ დავინახო ეხლა აქ!

ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი და არც ისე ზრდილობიანი ვარ!

ჰოო, და კიდევ:

აი სადღაც რომ ნაცი და ქოცი ჩხუბობს და გახარიას გახარებული მომხრე რომ ხარობს, არც ეგაა ქართველობა და კაცობა.

რამ გადაგრიათ ხალხო ((

კუმირებს და ბელადებს რატომ მიყვებით მიწაში…

ქალმა, რომელიც ყველა გასაჭირში გვერდით მედგა, მხოლოდ იმის გამო წამშალა რომ

ერთხელ დავწერე-ღარიბაშვილი როგორ მომწონს, როგორც პოლიტიკოსი-მეთქი!

ნაცი არ არის ის ქალი.

ჰოდა ჯინაზე არა, ალალად ვიტყვი და გავიმეორებ:

მთელი ამ საგიჟეთის ფონზე

ჩვენი პრემიერი არის წესიერი, სამშობლოს მოყვარული კაცი.

თუ შევატყვე რომ რამსები აერია და ქვეყნის საზიანოდ მოიქცა, არავითარ შემთხვევაში არ დავუკრავ ტაშს!

პოსტი აპოლიტიკურია და ჩვენი, ადამიანების გასაჭირზეა-“ისტობაზეა”!

ნუ გააღმერთებ პოლიტიკოსებს

და ნუ დაკარგავ შენს ადამიანს მათ გამო.

რავი, თუ არ გეამათ-ორივე ხელი თქვენია და გადაიტყავეთ ტაშის კვრით, აი დარდი…”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო ახობაძე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,915 ნახვა
%d bloggers like this: