უცხოური მედია

რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 132-ე დღე

Nusagi

132-ე დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალები სარაკეტო და ავიაიერიშებს არ წყვეტენ. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული.

გამთენიისას აფეთებების ხმა ისმოდა ხარკოვსა და დნეპროში. ხარკოვში ოკუპანტების სამიზნეში კიდევ ერთი სკოლა მოექცა. სასწავლებელს ორი რაკეტა მოხვდა.

ექვსი აფეთქება მოხდა დნეპროში. პერმანენტულად იბომბება დონეცკის ოლქი. მაკეევკაზე მიტანილი იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. მოსახლეობა მასობრივად ტოვებს კრამატორსკს.

ლუგანსკის ოლქზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, დონეცკის ოლქის ეს ქალაქი რუსული საოკუპაციო ძალების მთავარ სამიზნედ იქცა. ქალაქ ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ ოკუპანტები პრაქტიკულად სრულად აკონტროლებენ ლუგანსკის ოლქს.

ადგილობრივი სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, ლისიჩანსკში 10 ათასზე მეტი ადამიანია დარჩენილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,087 ნახვა
%d bloggers like this: