უცხოური მედია

რუსული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლის მცხოვრებლებს საცხოვრებელ სახლებს „უსასყიდლოდ“ აღუდგენს

Nusagi

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახელით, რუსული მხარე მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა, მათ აღდგენას „უსასყიდლოდ“ ჰპირდება. 

მანამდე ოკუპანტები აცხადებდნენ, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში საცხოვრებელი მიკრორაიონების, საავადმყოფოებისა და საინჟინრო ქსელების მშენებლობა და აღდგენა დაიწყო. 

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქალაქი რამდენიმე კვირის განმავლობაში ალყაში იყო, რის გამოც მისი ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი განადგურდა ან საცხოვრებლად უვარგისი გახდა. 

რუსეთი გეგმავს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონს, დონეცკს შეუერთოს.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,899 ნახვა
%d bloggers like this: