ჯანდაცვა

სწორი გადაწყვეტილება იქნება ინდივიდუალურად თუ აღვადგენთ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებას – ივანე ჩხაიძე

Nusagi

„ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ჩვენ ინდივიდუალურად აღვადგენთ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობას,“ – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. 

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში მაისის თვესთან შედარებით ინფიცირების შემთხვევები 5-6-ჯერ არის გაზრდილი. 

ჩხაიძე განმარტავს თუ რა მიზეზებით არის განპირობებული ინფიცირების შემთხვევების მატება. 

„ჩვენ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში გაგვიორმაგდა შემთხვევები, თუმცა თუ გადავხედავთ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის მონაცემებს ივნისის ბოლოს, მაისის ბოლოსთან შედარებით შემთხვევები 5-6-ჯერ არის გაზრდილი. 

ეს არის ის ტენდენცია, რომელიც პროგნოზირებადი იყო. კითხვა რა შეიძლება იდგეს ამის უკან, არ არის ერთმნიშვნელოვნად პასუხგასაცემი, მაგრამ ლოგიკური მოსაზრებები არსებობს. პირველ რიგში, ეს არის ზაფხულის პერიოდში უფრო მეტი კომუნიკაცია, მობილობის ზრდა, უფრო მეტი კონტაქტი, მათ შორის დახურულ სივრცეში. 

არ გვაქვს ქვეყანაში პირბადის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეში, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ თვალსაზრისით რისკები მართლად სერიოზულია. პლუს ამას შემოსული ტურისტების ზრდა, ჯამში ეს გვაძლევს უფრო მეტ კონტაქტს, რაც შეიძლება იყოს შემთხვევათა მატების ერთ-ერთი მიზეზი“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

მისივე თქმით, ომიკრონის ქვემუტაციის შეძენილი იმუნიტეტი ხანგრძლივი არ არის. 

„მნიშვნელოვანია, როცა აცრაზე ან გადატანილი დაავადების შემდეგ შეძენილ იმუნიტეტზე ვსაუბრობთ, აქ ამ იმუნიტეტის ვადა სამწუხაროდ არ არის ხანგრძლივი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ გადატანილ დაავადებაზე, მისი დაცვითი შესაძლებლობები 4-6 თვის განმავლობაში გრძელდება, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ვაქცინაციაზე, ცოტა უფრო ხანგრძლივია 6-8 თვის განმავლობაში. 

კიდევ ერთი ფაქტორი, ეს გახლავთ მოცირკულე ვარიანტები. საქართველოში პანდემიის მე-6 ტალღა ეს იყო BA.1 და 2, კორონავირუსის ომიკრონის მუტაციის ქვევარიანტები, ახლა უფრო მეტად ცირკულირებს მე-4 და მე-5 ქვევარიანტი, მათ შორის გამორჩეულია BA. 5. მისი გავრცელების სიმარტივე აღემატება ომიკრონის პირველ, მეორე ქვემუტაციებს. შესაბამისად, დღეს ქვეყანაში გვაქვს ყველაზე იოლად გადამდები ვარიანტი, ჯამში ეს მიზეზები განაპირობებს ინფიცირების შემთხვევების ზრდას. 

ქვეყანაში ზაფხულში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება იგეგმება და ამის შემადგენელი ნაწილია სწორედ მოსახლეობის ინფორმირება, ადგილზე ჩასვლა, ინდივიდუალური შეხვედრები სოფლებში, რაიონებში… დიახ, ჯერჯერობით მატების ტემპი 2-3 ჯერ არის გაზრდილი, ვიდრე გვქონდა 2-3 კვირის წინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაქსიმუმია. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემდეგი კვირების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. 

ორი მარტივი გამოსავალი გვაქვს და ამ გამოსავალზე ხშირად ვსაუბრობთ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ჩვენ ინდივიდუალურად აღვადგენთ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობას, ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას, ვინაიდან სწორედ დახურული სივრცე არის კორონავირუსის ამ მუტაციის გადაცემის ერთ-ერთი აქტიური ნაწილი. 

მეორე – მილიონ ადამიანს, რომელსაც გაკეთებული აქვს კორონავირუსის ორი დოზა, როგორმე დავარწმუნოთ, რომ ერთი დამატებითი ბუსტერ დოზა იქნება მათთვის გამოსავალი, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მაღალ იმუნიტეტს და შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვისაუბროთ ინფიცირების რისკების შემცირებაზე“, – დასძინა ჩხაიძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,887 ნახვა
%d bloggers like this: