განათლება

გერმანიის ელჩი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა

Nusagi

დღეს, 7 ივლისს, გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელი ფრიდრიკე როხვანსკი და სხვა სტუმრები სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ სკოლის დირექტორსა და სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელებს.

 შეხვედრაზე ჟვანიას სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა ისაუბრა სკოლაში მოქმედი პროგრამების (სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა, საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამა), დისტანციური სწავლების პროცესისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 სტუმრები გაეცნენ სკოლის მიერ შექმნილ დარგობრივი მიმართულებების სახელმძღვანელოებს, აუდიოდისკებს ,,ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით“ და სხვადასხვა პუბლიკაციას.

 ჟვანიას სკოლის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა სკოლის საერთაშორისო პარტნიორობაზე და გერმანულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

 „ – დღეს მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში გვეწვივნენ საპატიო სტუმრები. გერმანიის ფედერაციის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გაეცნო ჟვანიას სკოლის მუშაობას და იმ პროგრამებს, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, კერძოდ, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერ და საჯარო მოხელეებისთვის არსებულ სატრენინგო პროგრამებს. ჟვანიას სკოლის მიერ განხორციელებული პროგრამები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეთა უნარებისა და ცოდნის განვითარებას იმისათვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები წარმატებულად განხორციელდეს.“ – განაცხადა ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.

 „ – ჩემთვის მარნეულში ვიზიტისას ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მონახულება. მე ვიცი, რომ ამ რეგიონში ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები. შევიტყვე, რომ მათ შეუძლიათ მუშაობა საჯარო მმართველობაში და ,ამ მხრივ ,ეს სკოლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, სთავაზობს მათ არამარტო განათლებას კონკრეტულ სფეროში, არამედ-სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კურსს, რომლითაც შეუძლიათ აიმაღლონ ენის ცოდნის დონე და მიაღწიონ წარმატებას. ყველას მივესალმები, ვინც ქართულ ენას სწავლობს, მეც ვსწავლობ და ვიცი, რამდენად რთულად სასწავლი, მაგრამ ძალიან ლამაზი ენაა. დიდ წარმატებას ვუსურვებ სკოლას მომავლისათვის.“ – განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,899 ნახვა
%d bloggers like this: