პოლიტიკა

„მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის ხელშემშლელი ფაქტორი ევროინტეგრაციისთვის“ – იაგო ხვიჩია

Nusagi

„უნდა გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი, ოღონდ იმ პირობით, თუ ის მინიმუმ ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და მაქსიმუმ დაშლის „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას ევროინტეგრაციისთვის ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს.  

მისი თქმით, დეპოლარიზაციისთვის გადასადგმელია 2 ნაბიჯი. 

„2 დღე დავდიოდით შეხვედრაზე „ლელოში“ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არაფერზე არ ელაპარაკათ. 2 დღის განმავლობაში სისულელეებს ვისმენდი, როდესაც არავინ არაფერზე არ თანხმდებოდა. მერე საჯაროდ ვთქვით, რა არის სწორი და გასაკეთებელი. ეს ყველასთვის მისაღები უნდა ყოფილიყო – ერთი, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და მეორე, საუბრის დაწყება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად, ოღონდ იმ პირობით თუ ენმ შეწყვეტდა ბრძოლას და იტყოდა, რაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად გააკეთა ამით ნამდვილად მიიღწევა დეპოლარიზაცია. 

დეპოლარიზაციისთვის 2 ნაბიჯია გადასადგმელი. ერთი ნაბიჯი ეს არის – პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერი და მეორე – მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ექსტრადიციისკენ სვლა. თუ სააკაშვილი 6 თვის თავზე ციხეში იქნება, ჩვენ ნაკლები  შანსი გვაქვს ევროინტეგრაციისთვის. მიხეილ სააკაშვილი არც მიყვარს, არც მძულს, ნეიტრალური  ვარ მის მიმართ, მაგრამ თუ ვხედავ მისი ციხეში ყოფნა ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს, ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, ეს ფაქტორი მოვხსნა. 

მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის ხელშემშლელი ფაქტორი ევროინტეგრაციისთვის. უნდა გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი, ოღონდ იმ პირობით, თუ ის მინიმუმ ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და მაქსიმუმ დაშლის „ნაციონალურ მოძრაობას“, – აცხადებს პარტია „გირჩის“ ლიდერი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,342 ნახვა
%d bloggers like this: